среда, 9 апреля 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

     შრომატევადი და ინფორმაციით დატვირთული გამოდგა ტრენინგის მესამე დღეც.  ვიმუშავე სტანდარტის შესაბამისობაზე ჩემს თემასთან დაკავშირებით. შევარჩიე  მიმართულების მიმცემი  საკვანძო შეკითხვები. ძალიან  ნაყოფიერი და საინტერესო იყო დღევანდელი დღე.

   
          
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  • რამდენად ჯანმრთელი ვარ?
  • რა გავლენას ახდენს ჩვენი დღევანდელი არჩევანი ჩვენს მომავალზე?
  • როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანს განსაცდელის ღირსეულად გადატანაში?
  • როგორია სიცოცხლის ფასი?
თემატური კითხვები

·         რა უნდა გავაკეთოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად?
  • რა არის დიაგნოზი?
  • როგორ შეიძლება დარწმუნდე მის სისწორეში?
  • როგორია საზოგადოების პასუხისმგებლობა დაავადების მკურნალობაში?
  • როგორია ჩვენი პირადი როლი ამ დაავადების პრევენციაში, შეჩერებასა და მკურნალობაში?
  • რამდენად ღირს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება?


         შინაარსობრივი კითხვები
  • რა რისკები არსებობს ჯანმრთელობისთვის?
  • რატომ ითვლება ისინი ჯანმრთელობის რისკებად?
  • რა სარგებელს ვიღებთ აღნიშნული ნივთიერებების მიღებით?
  • როგორ მკურნალობენ ადამიანს, რომელიც პათოლოგიურად დამოკიდებულია ამა თუ იმ ნივთიერებაზე?

                  

четверг, 3 апреля 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

დატვირთული დღის რეჟიმით ჩაიარა ტრენინგის მეორე დღემ. ბევრი რამ გავიხსენე, ახალიც ბევრი ვისწავლე.  გავეცანი ბუკლეტების, გაზეთების შაბლონებს, თვითონაც შევქმენი და ვივარჯიშე wordi-ს პროგრამაში. googl-დოკუმენტის გამოყენება ძალიან მოსახერხებელია და ამით სამუშაოს შესრულებაც გამიადვილდება. ვფიქრობ, არ იქნება სირთულე და თავს გავართმევ დავალებების შესრულებას.  ინტერესი საქმისადმი სულ უფრო მეტად მიღრმავდება.

პირველი დღის რეფლექსია

                                                    

ტრენინგის ერთი  საინტერესო დღეც დასრულდა. პირველი მოდული ამოვწურეთ. საკმაოდ  შთამბეჭდავი იყო. სერიოზულად დამაფიქრა, შევძლებ კი ამ რთულ და შრომატევად საქმეს თავი გავართვა. შევიძინე ბევრი ინფორმაცია, რაც დამეხმარება პროექტების უკეთ დაგეგმვასა და განხორციელებაში.