понедельник, 4 февраля 2019 г.

четверг, 1 мая 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დასრულდა ინტელის ტრენინგი " პროექტებით სწავლება " . ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი გახლდათ ნამდვილად ეს ცხრა დღე ჩემთვის.   წარმოვადგინეთ პრეზენტაციები და მოვახდინეთ შეფასებები.   დიდი მადლობა ჩემს ტრენერს - შორენას გაწეული შრომისთვის. 

среда, 30 апреля 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

 დასრულდა ტრენინგის მერვე დღეც. ვისწავლე ბლოგზე ანიმაციის, ვიდეოს, სურათების დადება. ასევე  კითხვარების  გამოქვეყნება. ძალიან შრომატევადია  და ამავე დროს სასიამოვნოც, როცა ბევრ ახალ ინოვაციას ეცნობი.

четверг, 24 апреля 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღის ტრენინგი დავიწყეთ თუ როგორ  გავუწიოთ ფასილიტაცია  მოსწავლეებს პროექტის გაკეთების დროს. განვიხილეთ შემდეგი საკითხები:  გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის გამოყენება პროექტებში,  დიფერენცირებული სწავლება. შევქმენით მოსწავლეთათვის პრეზენტაციის შაბლონი.

პროექტის გეგმა

პორთფოლიოს პრეზენტაცია

среда, 23 апреля 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დასრულდა ტრენინგის  მეექვსე დღეც. ვიმუშავეთ პროექტებზე- "დაწყვილდი და გაუზიარე''. გავაკეთე მოსწავლის პრეზენტაციის რუბრიკა, ასევე პროექტის შეფასების რუბრიკა. ვიმუშავე პროექტის გეგმაზე. 

среда, 16 апреля 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავიარეთ  მე-3 და მე-4 მოდული. განვიხილეთ  პრეზენტაცია საავტორო უფლებების შესახებ. ვისწავლე კომენტარების გაკეთება რეფლექსიებზე, ვორდ-დოკუმენტში და გუგლ-დოკუმენტებზე. გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები რეფლექსიებზე, გუგლ-დოკუმენტებზე, რაც ძალიან საინტერესო და მოსახერხებელი ყოფილა.
  ვისწავლეთ კვლევისთვის ინტერნეტის გამოყენება, საჭირო რესურსების მოძიება და შენახვა.ასევე განვიხილეთ მოსწავლის ნამუშევრების ნიმუშები, ჩეკლისტები.
  მივიღეთ დავალებები და ტრენინგის ეს დღეც რომ იტყვიან" ამოსუნთქვის" გარეშე დასრულდა. მადლობა ჩემს ტრენერს, რომ ასეთი ენერგიულია და ძალისხმევას არ იშურებს თითოეული ჩვენგანისთვის.

четверг, 10 апреля 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

როგორც წინა დღეები, დღევანდელი დღეც იყო ძალზედ  დატვირთული. გავაკეთე მოსწავლეთა შეფასების დროის ჩარჩო, დავიწყე მუშაობა სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე. მართლაც, ძალიან საინტერესო ტრენინგია.


პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ














თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი





პროგრესის ანგარიშები  




მინიშნებები
ვიდეო და ფოტო ჟურნალები


ფოტოების თანმიმდევრობისა და საკითხის ხაზგასმა