среда, 16 апреля 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავიარეთ  მე-3 და მე-4 მოდული. განვიხილეთ  პრეზენტაცია საავტორო უფლებების შესახებ. ვისწავლე კომენტარების გაკეთება რეფლექსიებზე, ვორდ-დოკუმენტში და გუგლ-დოკუმენტებზე. გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები რეფლექსიებზე, გუგლ-დოკუმენტებზე, რაც ძალიან საინტერესო და მოსახერხებელი ყოფილა.
  ვისწავლეთ კვლევისთვის ინტერნეტის გამოყენება, საჭირო რესურსების მოძიება და შენახვა.ასევე განვიხილეთ მოსწავლის ნამუშევრების ნიმუშები, ჩეკლისტები.
  მივიღეთ დავალებები და ტრენინგის ეს დღეც რომ იტყვიან" ამოსუნთქვის" გარეშე დასრულდა. მადლობა ჩემს ტრენერს, რომ ასეთი ენერგიულია და ძალისხმევას არ იშურებს თითოეული ჩვენგანისთვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий